ბათუმის მერვე საზაფხულო უნივერსიტეტი „ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა მშფოთვარე დროში“ მომავლის ხედვა

სურათი

22-24 აგვისტოს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მერვედ უმასპინძლებს ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტს საერთაშორისო უსაფრთხოების და გლობალური ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებზე. ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტის პარტნიორია   თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭო და შვედეთის რადიაციური უსაფრთხოების სააგენტო. წელს ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტის ძირითადი თემაა „ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა მშფოთვარე დროში“ მომავლის ხედვა.

ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი წარმოადგენს ინტენსიურ სამდღიან სასწავლო კურსს გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ, რომელსაც წაუძღვებიან საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები.

საზაფხულო უნივერსიტეტი  მიზნად ისახავს უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შორის კომპეტენციის ამაღლებას  ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხში. წლების განმავლობაში ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტის თემატიკა გაფართოვდა.  წელს გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების წამყვანი საკითხები მოექცა ღონისძიების ყურადღების სფეროში. კერძოდ წელს საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში განვიხილავთ შემდეგ საკიტხებს: გლობალური უსაფრთხოება და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი დღეს;  რამდენიმე გაკვეთილი ბირთვული უსაფრთხოებისთვის და მსოფლიოსთვის, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და თავდასხმები უკრაინის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე; საქართველოს პასუხი აშშ-ის სანქციებზე რუსეთის მიმართ: უფრო ახლოს; დეზინფორმაციის გავლენა ბირთვულ ველზე. უკრაინის შემთხვევის შესწავლა; უსაფრთხოების განვითარება ინდო-წყნარი ოკეანის ზონაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ; ითამაშეთ (კიდევ ერთხელ) სემ! რას მოუტანს მომავალი და რითი იქნება ამჯერად განსხვავებული ბირთვული იარაღისა და ინფრასტრუქტურის მართვა?; ნატოს გაფართოება: ფინეთისა და შვედეთის შემთხვევის კვლევები; ჩინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და მისი შედეგები უკრაინის კონფლიქტზე; ადამიანის უსაფრთხოება სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ: ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენების ჰუმანიტარული შედეგები. აღნიშნულ საკითხებზე მოხსენებებს წაიკითხავენ ქართველი, შვედი, ჰოლანდიელი, ტაივანელი, უკრაინელი და  ინგლისელი სწავლულები და ექსპერტები.

საზაფხულო უნივერსიტეტი ხორციელდება საერთაშორისო პროექტის:  საქართველოში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში სასწავლო და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება - ფარგლებში.   

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით დანართში.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა