ბსუ-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და განათლებისა და მეცნიერების პროგრესის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემები“ ტარდება. კონფერენცია სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის „მშენებლობა“ თხუთმეტი წლის იუბილეს ეძღვნება და მიზნად ისახავს საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემების აღმოფხვრის საკითხების განხილვას. შვიდი დღის განმავლობაში სესიებზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მოხსენებები საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემებზე, მათი ურთიერთგაცნობის და ერთობლივად პრობლემების გადაჭრის გზებზე.
კონფერენციის სექციები:
- სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა, სატრანსპორტო მშენებლობა;
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა და წაყალარინება;
- არქიტექტურის პრობლემები;
- სესმომედეგობა და სესმომედეგი მშენებლობა;
- საინჟინრო სისტემები და ანალიზი.
კონფერენციის ორგანოზატორები:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სომხეთის არქიტექტურულ-სამშენებლო ნაციონალური უნივერსიტეტი;
- ა(ა)იპ განათლებისა და მეცნიერების პროგრესი;
- სამეცნირო-ტექნიკური ჟურნალი „მშენებლობა“.
უკან |