„ერაზმუს+“-ის CISI პროექტის კონსორციუმის შემაჯამებელი შეხვედრა ბსუ-ში

სურათი

„ერაზმუს+“-ის CBHE პროგრამის ფარგლებში, პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) კონსორციუმის შემაჯამებელი შეხვედრა ტარდება ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კორსორციუმის სამდღიან შეხვედრაზე ქართველი და უცხოელი მონაწილეები შეაჯამებენ პროექტის შედეგებს და დაგეგმავენ კონსორციუმის პარტნიორი ორგანიზაციების სამომავლო თანამშრომლობას. პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში დაინერგა ახალი კურსები, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა და უნარები, თუ როგორ იმუშაონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან. კერძოდ, განვითარდება კურსები, რომლებიც ეხება:

  1. სენსორული განვითარების დარღვევის მქონე მოსაწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს;
  2. ინტელექტუალური, დასწავლის, ენა-მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარის დარღვევების მქონე მოსაწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს;
  3. ემოციური და ქცევითი დარღვევების, აუტიზმის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს.
  4. ინკლუზიური განათლებისა და ზოგადად, ინკლუზიური საზოგადოების ფილოსოფიას და მის საფუძვლად არსებულ პრინციპებს.

თსუ-სა და ბსუ-ში მომზადდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (სპეციალური მასწავლებლის 60 კრედიტიანი სასერტიფიკატო პროგრამა), რომლის ამოქმედება 2024 წელს იგეგმება.

პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში შემუშავდა და განხორციელდა ინკლუზიურ განათლებლასთან დაკავშირებული მოკლევადიანი ტრენინგები უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონლისთვის, ასევე სკოლის მასწავლებლებისთვის.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელი, რომელიც აერთიანებს სასწავლო დაწესებულებებს (უნივერსიტეტებს, პროფესიულ სასწავლებლებს, სკოლებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს),  განათლებისა და მეცნიერების სამინისტოსა და  არასამთავრობო ორგანიზაციებს. ქსელის მიზანია ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა და საქმიანობის კოორდინაცია.

CISI  2019 წლიდან ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით და მასში ჩართულია ოთხი ქართული უნივერსიტეტი, ოთხი უცხოური უნივერსიტეტი, სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 

პროექტის კონსორციუმის პარტნიორები  არიან:

•    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)

•    ბათუმის   შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

•    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

•    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

•    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

•    განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC)

•    მარიანი“

•    მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის  MAEE )

•    Transilvania University of Brașov UTBv

•    Univerzita Palackeho v Olomouc (PUO)

•    UNIVERSITY OF WARSAW, UW

•    Philipps-Universität Marburg, UMR

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა