ბსუ-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო. 2023-2024 სასწავლო წლისთვის ბსუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვის უფლება 1561-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით, რეკორდულად გაიზარდა და თითქმის 100%-ს შეადგენს. ასევე  106%-ით გაზრდილია აბიტურინეტთა განაცხადების რიცხვი.

პირველკურსელები რეგისტრაციის პარალელურად საკონსულტაციო ცენტრში ღებულობენ დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებზე, სწავლის საფასურის გადახდის წესზე, გაცვლით პროგრამებზე, სოციალურ პროექტებზე, სტიპენდიებსა და შემოქმედებით წრეებზე.

აბიტურიენტების პირველი განაცხადების რაოდენობისა და გამოცხადებული კონტიგენტის მიხედვით, ბსუ-ს საბაკალავრო პროგრამების ათეულშია:

  • ფსიქოლოგია
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • ინგლისური ფილოლოგია
  • ისტორია
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულისაბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • მედიცინა
  • ქართული ფილოლოგია
  • ეკონომიკა
  • არქიტექტურა

პირველკურსელთა რეგისტრაცია გრძელდება 16 სექტემბრის ჩათვლით.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა პირველკურსელს გილოცავთ სტუდენტობას!

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა