საშემოდგომო სკოლა „კულტურული და საერთაშორისო ტურიზმი - მშვიდობის სასიცოცხლო ძალა“

სურათი

ბსუ-ში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის საშემოდგომო სკოლა „კულტურული და საერთაშორისო ტურიზმი - მშვიდობის სასიცოცხლო ძალა“ გაიხსნა. საშემოდგომო სკოლაში 40-მდე ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი მონაწილეობს. ღონსიძიება გახსნეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა,  DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გებჰარდ როილმა, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი კორძაიამ.

საშემოდგომო სკოლა მოიცავს თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებასა და აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობას. ბსუ-ს საპატიო დოქტორი, გერმანელი ექსპერტი კურტ რაიცი, ბსუ-ს პროფესორები და ტურიზმის დარგის უცხოელი ექსპერტები მონაწილეებს ხუთი დღის განმავლობაში კულტურული და საერთაშორისო ტურიზმის აქტუალურ საკითხებს გააცნობენ.

საშემოდგომო სკოლის მიზანია საზღვრისპირა გამყოფი ხაზების ირგვლივ განათლების და კულტურის მიმართულებით კავშირების დამყარება,  სამხრეთ კავკასიის, მოლდოვისა და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ხელშეწყობა; აკადემიური კავშირების გაღრმავება-წახალისება; ტურიზმის დარგობრივი მიმართულებით ცოდნის გაზიარება.

საშემოდგომო სკოლა იმართება პროექტის EU4Dialogue (მესამე კომპონენტი): „ურთიერთობების გაუმჯობესება გამყოფი ხაზების გასწვრივ განათლებისა და კულტურის საშუალებით“ ფარგლებში. მრავალკომპონენტიანი პროგრამა მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია დიალოგისა და ხალხთა შორის კავშირების წახალისებისკენ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის მესამე კომპონენტი მიზნად ისახავს გაცვლითი ურთიერთობების გააქტიურებას განათლებისა და კულტურის სფეროში, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს. პროექტს წაუძღვება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) და ორგანიზაციათა კონსორციუმი, ევროკავშირის ქვეყნებიდან: Campus France (საფრანგეთი), Goethe-Institut (გერმანია), Brussels Diplomatic Academy (ბელგია), Foundation for the Development of the Education System – FRSE (პოლონეთი), The National Library of Latvia (ლატვია), Smashing Times International Centre for the Arts and Equality (ირლანდია).

  საშემოდგომო სკოლის მონაწილე უნივერსიტეტები:

  • მოლდოვის საერთაშორისო თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ერევნის ბრიუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა