სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეებმა თამარ სირაძემ და ანზორ ბერიძემ, ფაკულტეტების დეკანებმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გმირთა ხეივანში ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
უკან |