30 სექტემბერი 2023 წელი

ძვირფასო სტუდენტებო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ სწავლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას!
ბსუ-ში სასწავლო პროცესი განახლდება 2 ოქტომბერს, 09:00 საათზე.
პირველკურსელებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ბსუ-ს რექტორთან და ფაკულტეტების დეკანებთან გაიმართება შემდეგი განრიგით:
-
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 10:00 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი - ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია, სლავური ფილოლოგია, თურქოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია;
-
ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 10:00 საათი, I კორპუსი, III სართული, 55-ე აუდიტორია - მშენებლობა, არქიტექტურა, ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერია, ნავთობისა და გაზის ინჟინერია, აგრარული ტექნოლოგიები;
-
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი - 11:00 საათი, I კორპუსი, III სართული, 55-ე აუდიტორია - მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ფიზიკა, სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა;
-
ტურიზმის ფაკულტეტი: 11:00 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი - ტურიზმი;
-
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 12:00 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი - ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა;
-
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი -12:00 საათი, I კორპუსი, III სართული, 55-ე აუდიტორია - ბიოლოგია, ქიმია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია;
-
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 13:00 საათი, - I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი - სამართალმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა და საჯარო მმართველობა;