ბსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ გაიხსნა

სურათი

ბსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკა და ბიზნესის გლობალური  გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ გაიხსნა. ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევების შედეგებზე სამეცნიერო მოხსენებას წარმოადგენს 100-ზე მეტი ქართველი, ამერიკელი, ინგლისელი, უკრაინელი, ბელგიელი, რუმინელი, ლიეტუველი, ლატვიელი, პოლონელი და აზერბაიჯანელი მკვლევარი. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ნათია წიკლაშვილი, აჭარის. ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ა.რ. განათლების კუტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი, კრანფილდის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი, მიწოდების ჯაჭვისა და ლოჯისტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი მიხაილ ბოურლაკისი, მენეჯმენტისა და საინფორმაციო სისტემების უმაღლესი სკოლის ასოცირებული პროფესორი ვიქტორია რიაშენკო და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პროფესორი  ჟანეტა სიმანავიჩინე.   

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:

  • ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები;
  • დემოგრაფიული და შრომის ეკონომიკის პრობლემები ციფრულ ეკონომიკაში;
  • ფინანსური ეკონომიკა;
  • განათლების ეკონომიკა და მისი ციფრული ტრანსფორმაცია;
  • COVID 19-ის გავლენა ეკონომიკაზე;
  • გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები; სოციალური პრობლემები, როგორც ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის წინაპირობები;
  • რეგიონული ეკონომიკის პრობლემები;
  • ბიზნესის განვითარების პრობლემები;
  • ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები;
  • სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში;
  • ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები.

კონფერენციაზე ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ნათია წიკლაშვილმა უნივერსიტეტის აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელები გადასცა აჭარის.ა. რ. განათლების კუტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინინისტროს. 

კონფერენციაზე ბსუ-ს პარტნიორობას უწევს ქართული და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი, ლატვიის სიცოცხლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შემსწავლელი უნივერსიტეტი, ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტი, კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტი და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი. კონფერენციის პარტნიორები არიან აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კონფერენციის პლენალური სხდომის  მომხსენებლები არიან:

  • მიხეილ ჯიბუტი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - საქართველოს ეკონომიკის კონსტიტუციური იმუნიტეტი
  • მიხაილ ბოურლაკის - კრანფილდის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი, მიწოდების ჯაჭვისა და ლოჯისტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, დიდი ბრიტანეთი - მიწოდების ჯაჭვები ტურბულენტურ დროში: მზადება მომავლისთვის.
  • ვიქტორია რიაშენკო - ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, მენეჯმენტისა და საინფორმაციო სისტემების უმაღლესი სკოლა, ლატვია - ჭკვიანი სპეციალიზაცია და ოთხმაგი სპირალი: მდგრადი ინოვაციებისა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა
  • ჟანეტა სიმანავიჩინე - პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, კაუნასი, ლიტვა - ეკონომიკური უსაფრთხოება და ეროვნული კონკურენტუნარიანობა.

კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება.

სამეცნიერო კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა