წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 25 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა

2023 წლის 25 ოქტომბერი, 13:00 სთ

(სხდომის გამართვის ადგილი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის N35, პირველი კორპუსის მე-2 სართულზე, აკადემიური საბჭოს სამუშაო ოთახი).

გასამართი სხდომის დღის წესრიგი

დღის წესრიგის საკითხი N1

2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სტატუსშეჩერებული და სწავლის საფასურის დავალიანების მქონე ბსუ-ს ზოგიერთი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დავალიანების გადახდისაგან განთავისუფლების (მოხსნის) შესახებ

 

 მომხსენებელი: რექტორი მერაბ ხალვაში და ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე.

დღის წესრიგის საკითხი N2

,,ბსუ- საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზებსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 15 ივლისის N07-01/36 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი:  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მ. დიასამიძე;

დღის წესრიგის საკითხი N3

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ, უკრაინის მოქალაქეობის მქონე მარია კატერინას ბსუ-ში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ

მომხსენებელი: ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თ. ბერიძე

დღის წესრიგის საკითხი N4

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ, უკრაინის მოქალაქეობის მქონე ალინა იურჩუქის ბსუ-ში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ

 

მომხსენებელი: ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თ. ბერიძე

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა