“უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები (2023 წლის მეშვიდე ეტაპზე) ბსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის გამოვლენისათვის კონკურსის გამოცხადების შესახებ”

სურათი
  1. გამოცხადდეს კონკურსი 2023 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით (2023 წლის მეშვიდე ეტაპზე) უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, კონგრესი, ფორუმები) მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ბსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის გამოვლენისათვის.

ა) დოკუმენტაციის მიღება - 2023 წლის  9-10 ნოემბრის  ჩათვლით;

ბ) კონკურსის ჩატარების ორგანიზება - 2023 წლის 13 ნოემბერი;

გ) გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა - 2023 წლის  14 ნოემბერი;

დ) გამარჯვებული კონკურსანტის მიერ უცხოეთში 2023 წლის 15 ნოემბრიდან  10 დღის ვადაში გასამართ ღონისძიებაზე მივლინებისათვის შესაბამისი სამსახურებრივი ბარათისა და განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა მივლინებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

  1. ბსუ-ს ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ბსუ-ს 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში, წინამდებარე ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის მიზნებისათვის განისაზღვრა თითოეული ფაკულტეტის/ინსტიტუტის დაფინანსების მოცულობა (ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისათვის - პირები, რომელებმაც კონკურსის გამოცხადებამდე 7 წლის განმავლობაში მოიპოვეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და ასაკი არ აღემატება 35 წელს) შემდეგნაირად:

2.1. ბსუ-ს ფაკულტეტებისათვის:

ა) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 4 000 ლარი;

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის -  4258 ლარი;

გ) ტექნოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის -  6134  ლარი;

დ) ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 6 000 ლარი;

ე) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი - 4000.

ვ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი- 2075 ლარი.

ბსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისათვის:

ა) ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისათვის -  4183 ლარი; 

ბ)  ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისათვის -  1500 ლარი.

  1. კონკურსში მონაწილეობის მიზნით ბსუ-ს აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის პირმა (შემდეგში - კონკურსანტმა) ელექტრონულად (საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დაფინანსების განაცხადი (შევსებული წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად)  და შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ინფორმაცია ღონისძიების შესახებ (თემატიკა ან/და სავარაუდო სამუშაო გეგმა; ჩატარების ადგილი, თარიღი და ფორმატი; ორგანიზატორი დაწესებულება ან/და სხვ.); 

ბ) ოფიციალური მოწვევის (მასპინძელი ორგანიზაციის/დაწესებულების თანხმობა) ორიგინალი და ქართულ ენაზე ნათარგმნი;

გ) მოხსენების მოკლე ტექსტი ქართულ ან/და მოხსენების ტექსტი/პრეზენტაცია კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე; მოხსენების შესაბამისი, გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი/სტატია;

დ) შესაბამისი ფაკულტეტის დარგობრივი დეპარტამენტის/ინსტიტუტის განყოფილების სხდომის გადაწყვეტილება (ოქმის ამონაწერი), ღონისძიებაში დასაქმებულის მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

ე) სხვა დოკუმენტაცია, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი სამეცნიერო ღონისძიება და საჭიროა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

  1. აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის მიერ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს:

ა) განსახორციელებელი ღონისძიებისა და ორგანიზატორი დაწესებულების რეიტინგი;

ბ) კონკურსანტის მოხსენების შესაბამისობა ბსუ-ს კვლევის პოლიტიკის მიხედვით დამტკიცებულ ძირითადი სამეცნიერო-კვლევით მიმართულებების სამეცნიერო საქმიანობის გეგმასთან/ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევის მუშაობის გეგმასთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კონკურსანტის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობა (Web of Science, Scopus, ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებებით) ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში ან/და ქართველოლოგიური მიმართულებით გამოქვეყნებული/გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიები და მათ ციტირება);

გ) ქვეყნის გარეთ (უცხოეთში) გასამართ სამეცნიერო ღონისძიებაში (მივლინების) მონაწილეობის დაფინანსებისათვის დასაქმებულისათვის 1 კალენდარული წლის განმავლობაში გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.

  1. საკონკურსო კომისიამ განიხილავს საკონკურსო დოკუმენტებს, კონკურსანტებთან გასაუბრების გზით დაადგენს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებებს და კონკურსანტთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა მიიღოს შესაბამისი კონკურსანტის დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება (ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ან/და კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმის შესაბამისად განსაზღვრული სარეიტინგო ქულების დაანგარიშებით).
  2. ბსუ-ს დაფინანსებით განხორციელებული აქტივობის შემდეგ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლების ანგარიშები უნდა განიხილოს შესაბამისად, ფაკულტეტის საბჭომ და სამეცნიერო საბჭომ და მიღებული შედეგის შესახებ ფაკულტეტის დეკანმა/ინსტიტუტის დირექტორმა სამსახურებრივი ბარათი უნდა წარუდგინოს რექტორს (ბარათი დამუშავებისათვის ეგზავნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სამეცნიერო კვლევების სამსახურს და საქმისწარმოების სამსახურს).
  3. თუკი გამოვლინდება დაფინანსებული პირის მიერ შესაბამისი აქტივობის განუხორციელებლობა/ღონისძიებაში მონაწილეობის მიუღებლობა/გაცემული დაფინანსების თანხის არამიზნობრივად გამოყენება, დაფინანსების მიმღები პირი ვალდებულია დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში დააბრუნოს მიღებული თანხა ბსუ-ს ანგარიშზე.
  დაფინანსების განაცხადის ფორმა
  ბრძანება N01-02-201
  გადაწყვეტილება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა