სტუდენტთა საერთაშორისო დღეს, სტუდენტური კლუბის ,,რუსთაველი“ წევრებმა, თავისუფალ სივრცეში რუბრიკაში - ,,რექტორთან ყავაზე“ სასაუბროდ ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში მიიწვიეს. შეხვედრაზე რექტორმა სტუდენტებს კლუბის დაარსება მიულოცა და წარმატებები უსურვა. არაფორმალურ გარემოში, რექტორი სტუდენტებს ესაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, დასავლური განათლების სისტემაზე, საუნივერსიტეტო სტუდენტურ პროექტებზე, თავისუფალი სივრცეების მნიშვნელობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რექტორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრა სტუდენტური კლუბის ,,რუსთაველი“ ორგანიზებით, ბსუ-ს სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „თავისუფალი მსმენელი“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელი - ნანა ანთაძე.
უკან |