ბსუ-ში საგრანტო პროექტის - „რა იგებს არჩევნებს" დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

ბსუ-ში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტის - „რა იგებს არჩევნებს" დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელმა, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა რუსლან ბარამიძემ ისაუბრა პროექტის მიმდინარეობაზე, ძირითად გამოწვებზე და წარადგინა მოხსნება საქართველოში წარმოსახვითი ერთობის, მეხსიერების ადგილების და საზოგადოებრივი ტრანსფორმაციების შესახებ პრეზიდენტების წინასაარჩევნო კამპანიებსა და საინაგურაციო მიმართვების მიხედვით. ბსუ-ს უფროსმა მასწავლებელმა მაია ბოლქვაძემ ისაუბრა საქართველოში საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიებში გამოყენებული რიტორიკულ ხერხებზე და წარმოადგინა შესაბამისი ლინგივისტური ანალიზი.

ასევე, პრეზენტაციაზე მოწვეულმა სტუმრებმა, პროექტის უცხოელმა კონსულტანტებმა შეაფასეს აზერბაიჯანსა და სომხეთში ამ მხრივ არსებული ვითარება. კერძოდ, მიკაელ ზოლიანმა ისაუბრა სომხეთის პოლიტიკაში ისტორიისა და საგარეო პოლიტიკის ურთიერთმიმართებაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითებზე დაყრდნობით. ბერლინის დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევების ცენტრის თანამშრომლებმა სევილ ჰუსეინოვამ და სერგეი რუმიანცევმა თავის მხრივ ისაუბრეს მეხსიერების პოლიტიკის და პრეზიდენტის ძალაუფლების ურთიერთმიმართებაზე აზერბაიჯანში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა