ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო  ჟურნალი  „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“/„Herald of Oriental Studies” ტომი 7. №1. გამოვა 2024 წლის ივნისში. სამეცნიერო შრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი. კრებული გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჟურნალი გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ორჯერ (ივნისსა და დეკემბერში) და გამოქვეყნება უფასოა.

ჟურნალს აქვს „ღია ჟურნალის სისტემების“ (OJS–open journal syst¬ems) პროგრამული უზრუნველყოფა. სტატია უნდა წარმოადგენდეს გამოუქვეყნებელ სამეცნიერო კვლევას. მიმოხილვითი (ანალიტიკური) შინაარსის სტატიები არ მიიღება. სტატიის მომზადების ინსტრუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონულ მისამართზე: https://openjournals.ge/index.php/hos/AG

ჟურნალის არქივს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე:

https://openjournals.ge/index.php/hos/issue/archive

გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიები გადის პლაგიატზე შემოწმებას პროგრამა Turnitin-ის საშუალებით.

გთხოვთ, ჟურნალისთვის სამეცნიერო ნაშრომები გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:  os@bsu.edu.ge;   emzar.makaradze@bsu.edu.ge.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა