27 თებერვალი 2024 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამებზე: სარეზიდენტო პროგრამა - ,,თერაპიული სტომატოლოგია“, მომიჯნავე სპეციალობა გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, სპეციალობის პროგრამა - ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ და სპეციალიზაციის პროგრამა - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“.
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
-
სარეზიდენტო პროგრამა - ,,თერაპიული სტომატოლოგია“;
-
ა) განცხადება;
-
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
-
გ) მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა;
-
დ) ავტობიოგრაფია (cv);
-
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
-
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
-
მომიჯნავე სპეციალობა გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“
-
ა) განცხადება;
-
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
-
დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანხმობა გადამზადების კურსის (6 თვე ) გავლის თაობაზე სპეციალობაში ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“;
-
ე) ავტობიოგრაფია (cv);
-
ვ) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
-
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
-
სპეციალობის პროგრამა - ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“
-
ა) განცხადება;
-
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
-
დ) ავტობიოგრაფია (cv);
-
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
-
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
-
სპეციალიზაციის პროგრამა - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“
-
ა) განცხადება;
-
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
-
დ) ავტობიოგრაფია (cv);
-
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
-
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 27 თებერვლიდან 2024წლის 29 თებერვლის ჩათვლით, დისტანციური წესით, ელექტრონული ფორმით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე -info@bsu.edu.ge