ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე უნდა გაიარონ შემოქმედებითი ტური ხაზვაში. აბიტურიენტმა შემოქმედებით ტურზე უნდა ააგოს სამგანზომილებიანი ხედი (იზომეტრია) მოცემული დეტალის ორი ხედის მიხედვით. ნიმუში წარმოდგენილია დანართის სახით.
შემოქმედებით ტურზე დაშვებისათვის აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ბმული გააქტიურდება 8 აპრილიდან 7 ივნისის ჩათვლით.
ხაზვაში გამოცდა ჩატარდება ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, მისამართი: ქ. ბათუმი ნ. ფიროსმანის ქ. №12, აუდიტორია 410 (მეოთხე სართული). შემოქმედებითი ტური ჩატარდება 10, 12 და 14 ივნისს 10:00 სთ და 14:00 სთ-ზე. აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ ქვემოთ მოყვანილიდან მისთვის სასურველ მხოლოდ ერთ ბმულზე:
- 2024 წლის 10 ივნისის 10:00 სთ-ის ბმული: https://forms.gle/SApYV1yfqD3bEWXq9
- 2024 წლის 10 ივნისის 14:00 სთ-ის ბმული: https://forms.gle/xexFVgu4iP699SHdA
- 2024 წლის 12 ივნისის 10:00 სთ-ის ბმული: https://forms.gle/DYKaUUZLdnZkUQQH6
- 2024 წლის 12 ივნისის 14:00 სთ-ის ბმული: https://forms.gle/xQhvjGSnwMQMuDV3A
- 2024 წლის 14 ივნისის 10:00 სთ-ის ბმული: https://forms.gle/yBCcxoBBCB9S6nxMA
- 2024 წლის 14 ივნისის 14:00 სთ-ის ბმული: https://forms.gle/MYBh5ZTrfRBzcjxv7
აბიტურიენტი შემოქმედებით ტურზე უნდა გამოცხადდეს ნახევარი საათით ადრე, თან იქონიოს პირადობის მოწმობა და სახაზავი საშუალებები (ფანქრები, საშლელი, სახაზავები, ფარგალი და სხვ). შემოქმედებითი ტურის ხანგრძლივობაა 3 საათი.
რეგისტრაცია არის უფასო.
დანართში წარმოდგენილია ხაზვაში შემოქმედებით ტურის დავალების ნიმუში და მისი ამოხსნილი ვარიანტი.
გისურვებთ წარმატებებს!
დანართიუკან |