ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities - ETHICS) ბსუ-ს გუნდის ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა-ტრენინგი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, კვლევითი ინსტიტუებისა და სამეცნიერო მიმართულების სტრუქტურებისათვის.
შეხვედრის მიზანი იყო ბსუ-ს წარმომადგენლებისათვის გაეცნო პროექტის მიმდინარეობის პროცესი. ძირითადი ყურადღება დაეთმო 2023 წლის 11-13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ETHICS პროექტის ევროპელ პარტნიორთა ხელმძღვანელობით პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენერთა გადამზადების 3-დღიან სამუშაო შეხვედრას. გადამზადების მონაწილეებმა - თამარ სირაძემ, მარინე ნაგერვაძემ და თათია ნაკაშიძე-მახარაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ტრენინგზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხები: კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება, მონაცემების ფალსიფიკაცია და მისი დეტექცია, პლაგიატისა და სხვა სახის აკადემიური გადაცდომების პრევენცია, საგამომცემლო ეთიკა, კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, კვლევის კეთილსინდისიერების ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები და მისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პრინციპები.
პროექტის ETHICS ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტთა დონეზე.
პროექტის კოორდინატორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები: ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
ჩარლზის უნივერსიტეტი, მასარიკის უნივერსიტეტი, აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია
ქართული უნივერსიტეტები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/
უკან |