ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა თემაზე: „9 აპრილი - ტრაგედიიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე“. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“, სკოლა „მონპარნასის“, ბათუმის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები და 35 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. დისკუსიას მოდერატორობას უწევდნენ ბსუ-ს პროფესორები: ჯემალ კარალიძე და ოთარ გოგოლიშვილი.
9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |