ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „Erasmus+“ის საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) საგაზაფხულო სკოლა ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების უნარების გაუმჯობესებასა და აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო ცხოვრებაში, მათი დასაქმების ხელშეწყობას შესაბამისი პროფესიული კომპეტენციების განვითარებით, უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის გაღრმავებას.
ოთხდღიან სალექციო კურსებსა და სესიებს სტუდენტთა მხარდაჭერისა და ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU WIEN, ავსტრია), სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტის (SUT, პოლონეთი), პერუჯას უნივერსიტეტის (UNIPG, იტალია), ავეიროს უინვერსიტეტის (UA, პორტუგალია) პროფესორ-მასწავლებლები წარუძღვნენ და საგაზაფხულო სკოლის მონაწილეებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების გამოცდილება გაუზიარეს.
საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU); ლვოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტი (LPNU); დნიპროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (DniproTech); პეტრო მოგილას შავი ზღვის ეროვნული უნივერსიტეტი (ნიკოლაევი) (PMBSNU); ჩერნიგოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტი (CPNU); სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტი (SUT); პერუჯას უნივერსიტეტი (UNIPG); ავეიროს უინვერსიტეტი (UA); ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TUW); აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (ACCI). მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიებში, პრაქტიკულ მეცადინეობებსა და სიტუაციურ ამოცანებში.
საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
უკან |