23 აპრილი 2024 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი -
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა
2024 წლის 23 აპრილი, 13:00 სთ
(სხდომის გამართვის ადგილი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის N35, პირველი კორპუსის მე-2 სართულზე, აკადემიური საბჭოს სამუშაო ოთახი).
|
23.04.2024 წ. გასამართი სხდომის დღის წესრიგი
|
|
დღის წესრიგის საკითხი N1
N07-01/34
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ხუთშაბათის უქმე დღედ გამოცხადების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 29 აპრილის N04 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
|
|
მომხსენებელი: ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მ.დიასამიძე
|
|
დღის წესრიგის საკითხი N2
N07-01/35
|
ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის (ინგლისურენოვანი) ე.წ. მე-5, მე-6 ნაკადის 134 (ჩარიცხვის წელი 2018 წლის გაზაფხულის სემესტრი) და ე.წ. მე-4 ნაკადის ოთხ სტუდენტს (ჩარიცხვის წელი 2017) კურსდამთავრებულთათვის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის (სტანდარტული დანართის სახით) გაცემის შესახებ
|
|
მომხსენებელი: ბსუ-ს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის მართვის ცენტრის დირექტორი მ.ქორიძე
|
|
დღის წესრიგის საკითხი N3
N07-01/36
|
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოს ,,მუტაციები და ფორმათწარმოქმნის თავისებურებები ციტრუსოვნებში“ გამოცემის შესახებ
|
|
მომხსენებელი: ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი გ.მემარნე
|