ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქუთაისის N26-ე, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის N32-ე, ტყიბულის სოფელ გელათის, სოფელ კურსების, აფხაზეთის N5-ე საჯარო სკოლების დამამთავრებული კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ ახალგაზრდებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანთლებლო პროგრამები და სტუდენტური სერვისები გააცნო. მოსწავლეებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაათვალიერეს და სახალისო ცდებში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრისას სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |