ბსუ-მ სხვადასხვა უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცენტრების წარმომადგენლებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს უნივერსიტეტების ბავშვის უფლებების ცენტრების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ორდღიანი შეხვედრა ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცენტრში გაიმართა და ითვალისწინებდა ცენტრების მდგრადი ზრდის ხედვის, პრიორიტეტული სფეროების და სტრატეგიის განსაზღვრას, ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების იდენტიფიცირებასა და თითოეული ცენტრისთვის მორგებული სამუშაო გეგმების შემუშავებას. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა უსურვეს UNICEF წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა, ბსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ანზორ ბერიძემ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ.

შეხვედრას უძღვებოდა UNICEF საქართველოს განათლების სპეციალისტი ნათია ჯოხაძე.

სამუშაო შეხვედრაზე  UNICEF საქართველოს ბავშვთა დაცვის სპეციალისტმა  თეონა კუჭავამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნებსა და არსებულ გამოწვევებზე. სხვადასხვა უნივერსიტეტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრების წარმომადგენლებმა შეაჯამეს მუშაობის შედეგები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და შეთანხმდნენ პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრის მეორე დღე დაეთმო ბავშვის უფლებების ცენტრების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განვითარებას და ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელის დაფუძნებას.

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად ისახავდა ბავშვთა უფლებების ცენტრების განვითარებას.

იუნისეფის მხარდაჭერით ბავშვის უფლებების ცენტრი გაიხსნა 7 სახელმწიფო და რამდენიმე კერძო უნივერსიტეტში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა