ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ჯორჯინა ჰარსმვორთი და სოფიო ბერიშვილი ეწვივნენ. დიპლომატიური კორპუსის წევრებმა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობების თემაზე საჯარო ლექცია წაიკითხეს და ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გამოცდილებასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ასევე წარუდგინეს ჩივნინგის სატიპენდიო სამაგისტრო პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები.
უკან |