საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მართავს ადრეული განათლებისა და ზრუნვის მესამე საერთაშორისო კონფერენციას „ინკლუზიური სისტემები, სერვისები და პრაქტიკები თითოეული ბავშვისთვის”.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს: აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე; სფეროში მომუშავე და მომავალი პროფესიონალების პროფესიულ განვითარებას და ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლებას ადრეული ინკლუზიური განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე.
კონფერენცია თავს მოუყრის აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტიდან, მთავრობიდან და ადგილობრივი ხელისუფლებიდან, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადრეული განათლებისა და აღზრდის სფეროს სპეციალისტებს და ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.
კონფერენცია ჩატარდება 2024 წლის 26 და 27 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმში.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://bsu.edu.ge/sub-75/page/2-671/index.html
კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:
- 31 მაისი - კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი, 18:00 (საქართველოს დროით)
- 30 ივნისი - თეზისების შერჩევა და ავტორების ინფორმირება
- 5 სექტემბერი - კონფერენციისთვის შერჩეული თეზისების სრული პრეზენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 სექტემბერი, 18:00 (საქართველოს დროით).
- 31 ოქტომბერი - კონფერენციისთვის შერჩეული თეზისების სრული მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი, 18:00 (საქართველოს დროით). სტატიის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
უკან |