ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და აკადემიური კულტურის გავრცელების კვლევითი ცენტრი ნეოფიტ რილსკის სახელობის სამხრეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (ბულგარეთი) პარტნიორობით და ევროკავშირის საგრანტო პროექტის KEAC-BSR ფინანსური მხარდაჭერით (MSCA HORIZON2020), ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას
„ინტერდისციპლინარული კვლევების ახალი ჰორიზონტები-II“
2024 წლის 18-20 ოქტომბერი, ბათუმი, საქართველო
კონფერენცია მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, აკადემიური კულტურისა და ცოდნის გაზიარებას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში, ახალგაზრდა მეცნიერების პროფესიული განვითარებას.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
- ლინგვისტიკის ახალი ჰორიზონტები;
- თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაცია;
- ლიტერატურული თეორია და კომპარატივისტიკა;
- 21-ე საუკუნის ფილოსოფიური აზროვნება;
- ეთნოსი - საზოგადოება - ისტორია - თანამედროვე გამოწვევები.
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია https://docs.google.com
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე newhorizons@bsu.edu.ge
კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა (საორგანიზაციო შესატანი, კონფერენციის პროგრამა, სტატიების კრებული, რომელიც იქნება გამოქვეყნებული რეიტინგულ ჟურნალში), ტრანსპორტირებისა და გაჩერების ხარჯებს ფარავს თავად აპლიკანტი.
უკან |