ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორთა საბჭოს სხდომას უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორთა საბჭოს მორიგ სხდომას უმასპინძლა. რექტორთა საბჭოს სხდომა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და წარმომადგენლებმა მიიღეს. საბჭოს ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელეს. მათ შორის, განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • 2023-2024 სასწავლო წლის შეჯამება – განხორციელებული რეფორმები და შედეგები:
  • სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება;
  • სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების დაფარვა;
  • სტუდენტთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები;
  • 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა;
  • საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა;
  • პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მხარდაჭერა;
  • მეორე International Excellence School ბათუმში;
  • კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF);
  • უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი;
  • სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის, დისტანციური სწავლების შესახებ.

 

  • ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და მონიტორინგის შედეგები;
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.

საუბარი ასევე შეეხო რექტორებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ აქტუალურ საკითხებს. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, როგორც უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმების სრულყოფილად განხორციელებისთვის, ასევე, პროცესებში რექტორთა ჩართულობის გაძლიერების კუთხით. მათი თქმით, რექტორთა საბჭო სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის ინიციატივით, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, რექტორთა საბჭოს ფორმატში უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი აქვს.

შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა