2024 წლის 18-19 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია − „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - III“. სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც დაინტერესებულია შავიზღვისპირეთის პრობლემატიკით და წარმოადგენს აქტუალურ და მეცნიერულ სიახლეზე ორიენტირებულ მოხსენებას.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ტურიზმი, ეკოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, პოლიტოლოგია, გეოგრაფია.
კონფერენციის ორგანიზატორები:
-
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი (საქართველო)
-
კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამი მონოთეისტური რელიგიისა და კანონიკური სამართლის შესწავლის კვლევის ცენტრი (რუმინეთი)
კონფერენციის მხარდამჭერები:
-
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
-
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
-
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
მისამართი: ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35.
სრული ინფორმაციისა და კონფერენციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის − „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - III“ − ვებგვერდს.