გარე მობილობა
1. სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2024 წლის 21 აგვისტოდან - 2024 წლის 9 სექტემრის 18:00 სთ-მდე და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი).
2. სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის წესით ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება:
ა) ბსუ-ში გარე მობილობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია ბსუ-ს სტუდენტური პორტალის (portal.bsu.edu.ge) მოდულის „გარე მობილობა“ საშუალებით - 2024 წლის 13 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით;
გარე მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად (ატვირთოს/მიამაგროს ელექტრონულად), ხოლო ბსუ-ში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ - მატერიალური სახით (ხელშეკრულების გაფორმებისათვის):
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
- სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ:
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დოქტორანტებისათვის);
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დოქტორანტებისათვის);
ბ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის (შემდეგი - ე.წ. „მობილობის ჯგუფი“) მიერ ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის“ მოდულში რეგისტრირებულ სტუდენტთა ელექტრონული განცხადების ტექნიკური გადამოწმება და დადასტურება - 2024 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში გარე მობილობის მსურველის მიერ რეგისტრაციის კორექტირება - 2024 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო კორექტირებული მონაცემების გადამოწმება და დადასტურება ბსუ-ს უფლებამოსილი პირების მიერ - 2024 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით;
ვ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობით გარე მობილობის მსურველთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტების მიერ არჩეულ) საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და კრედიტების აღიარების დასკვნების მომზადება 2024 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით და ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) ატვირთვა ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის“ მოდულის შესაბამის ველში - 2024 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით;
ზ) ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის“ მოდულის შესაბამის ველში ატვირთული კრედიტების აღიარების დასკვნების ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) დადასტურება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ - 2024 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით;
თ) გარე მობილობის მსურველის მიერ კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ ბსუ-ს პორტალის „გარე მობილობის“ მოდულის საშუალებით თანხმობის ან უარყოფის ელექტრონულად დაფიქსირება - 2024 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით;
კ) ბსუ-ში გარე მობილობის შედეგად შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება - არაუგვიანეს 2024 წლის 20-21 სექტემბერი, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (ხელშეკრულების გაფორმების ადგილის შესახებ ინფორმაცია სასწავლო პროცესის დეპარტამენტმა განათავსოს ბსუ-ს ვებგვერდზე და პორტალზე, შესაბამის ველებში);
დ) მობილობის წესით ბსუ-ში ჩასარიცხ პირთა შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების პროექტის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა (სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გაგზავნა) 2024 წლის 23 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირის ტელ: 577 44 54 00
შიდა მობილობა
1. შიდა მობილობის ვადები ბსუ-ში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან ბსუ-ს სტატუსშეჩერებული პირის სასწავლო პროცესში დაბრუნების მსურველთათვის (შემდგომში - შიდა მობილობის მსურველი):
ა) ბსუ-ში შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია ბსუ-ს სტუდენტური პორტალის (portal.bsu.edu.ge) მოდულის „შიდა მობილობა“ საშუალებით (პროგრამის შეცვლის მსურველი ბსუ-ს სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 საგანმანათლებლო პროგრამისა და განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა (რიგითობის შესაბამისად)) - 2024 წლის 9 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით;
ბ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის (შემდეგში - ე.წ. „მობილობის ჯგუფი“) მიერ ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის“ მოდულში რეგისტრირებულ სტუდენტთა ელექტრონული განაცხადების ტექნიკური გადამოწმება და დადასტურება -2024 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;
გ) ფაკულტეტის დეკანის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის მიერ სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტის მიერ არჩეულ) პროგრამასთან თავსებადობის გადამოწმება და დადასტურება - 2024 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით;
დ) ფაკულტეტის დეკანის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის მიერ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ წინაპირობებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთავაზებულ (სტუდენტის მიერ არჩეულ) პროგრამასთან თავსებადობას გადამოწმება და დადასტურება 2024 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით;
ე) ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქტივობების ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში შიდა მობილობის მსურველის მიერ რეგისტრაციის კორექტირება - 2024 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო კორექტირებული მონაცემების ბსუ-ს უფლებამოსილი პირების მიერ გადამოწმება და დადასტურება - 2024 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით;
ვ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობით შიდა მობილობის მსურველთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შეთავაზებულ (სტუდენტების მიერ არჩეულ) საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და კრედიტების აღიარების დასკვნების მომზადება 2024 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით და ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) ატვირთვა ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის“ მოდულის შესაბამის ველში - 2024 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით;
ზ) ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის“ მოდულის შესაბამის ველში ატვირთული კრედიტების აღიარების დასკვნების ელექტრონული ვერსიების (ხელმოწერილი და სკანირებული) დადასტურება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ - 2024 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით;
თ) შიდა მობილობის მსურველის მიერ კრედიტების აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ ბსუ-ს პორტალის „შიდა მობილობის“ მოდულის საშუალებით თანხმობის ან უარყოფის ელექტრონულად დაფიქსირება - 2024 წლის 27-28 აგვისტო;
ი) ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მიერ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბსუ-ს შიდა მობილობის შედეგების შესახებ სამსახურებრივი ბარათის წარმოდგენა შიდა მობილობით ჩარიცხვაზე უფლებამოპოვებული პირების შესახებ, რომლებთანაც უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები - 2024 წლის 29 აგვისტო;
კ) ბსუ-ში შიდა მობილობის შედეგად შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება - 2024 წლის 29-30 აგვისტოს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (ხელშეკრულების გაფორმების ადგილის შესახებ ინფორმაცია სასწავლო პროცესის დეპარტამენტმა განათავსოს ბსუ-ს ვებგვერდზე და პორტალზე, შესაბამის ველებში);
ლ) ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მიერ ბსუ-ს შიდა მობილობის შედეგების შესახებ სამსახურებრივი ბარათის და ბსუ-ში შიდა მობილობის შედეგების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების პროექტის წარმოდგენა და შემდეგში რექტორის ბრძანების გამოცემა - 2024 წლის 2 სექტემბერი;
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირის ტელ: 577 44 54 00
ბრძანება (გარე მობილობა)ბრძანება (შიდა მობილობა)
მობილობის წესი
მისაღები კონტიგენტი
უკან |