ბსუ მესამე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს თემაზე: „ადრეული განათლება და ზრუნვა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მესამე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს თემაზე: ,,ადრეული განათლება და ზრუნვა“.  კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ზაურ ახვლედიანმა, იაპონიის ელჩმა საქართველოში ჰიდეკი იშიზუკამ, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა გახსნეს.

კონფერენციას 170-ზე მეტი მონაწილე ესწრება, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლები, მკვლევრები, ადრეული განათლების სპეციალისტები და სტუდენტები. ფორუმზე განიხილეს განათლების ინკლუზიური სისტემების, სერვისებისა და პრაქტიკის თემები ბავშვის განვითარების ადრეულ წლებში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გაეროს ბავშვთა ფონდი.

კონფერენცია მიზნად ისახავს აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის საკითხებზე. ასევე, მასწავლებლებისა და მოქმედი სპეციალისტების საუნივერსიტეტო და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ცნობიერების ამაღლებას  ინკლუზიური ადრეული განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობის საკითხებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა