გამოცხადდა მსმენელთა მიღება ტრენინგ-მოდულზე „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მსმენელთა მიღებას 66-საათიან ტრენინგ-მოდულზე „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება“. დამატებითი ინფორმაცია ტრენინგ-მოდულის შესახებ იხილეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე -  https://bsu.edu.ge/sub-54/page/16832/index.html

ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა ჩამოტვირთონ თანდართული განცხადების ფორმა, შეავსონ და გადაგზავნონ შევსებული ვერსია 2024 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: info@bsu.edu.ge.

განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ასევე მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე:  ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, ბსუ-ს N1 კორპუსი, 1-ლი სართული, ოთახი N1. (ბსუ-ს კანცელარია).

განცხადებასთან ერთად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • სწავლის საფასურის (300 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი

საბანკო რეკვიზიტები: 

  •  მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა 
  •  მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში 
  •  ბანკის კოდი: TRESGE 22 
  •  მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 7 0901 7263 
  • დანიშნულებაში უნდა მიეთითოს „ტრენინგის სწავლის საფასური“

განაცხადების მიღების ვადაა 2024 წლის 2 ოქტომბერი.

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა