27 სექტემბერი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მსმენელთა მიღებას 66-საათიან ტრენინგ-მოდულზე „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება“. დამატებითი ინფორმაცია ტრენინგ-მოდულის შესახებ იხილეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე - https://bsu.edu.ge/sub-54/page/16832/index.html
ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა ჩამოტვირთონ თანდართული განცხადების ფორმა, შეავსონ და გადაგზავნონ შევსებული ვერსია 2024 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: info@bsu.edu.ge.
განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ასევე მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, ბსუ-ს N1 კორპუსი, 1-ლი სართული, ოთახი N1. (ბსუ-ს კანცელარია).
განცხადებასთან ერთად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
-
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
-
სწავლის საფასურის (300 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი
საბანკო რეკვიზიტები:
-
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
-
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
-
ბანკის კოდი: TRESGE 22
-
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 7 0901 7263
-
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს „ტრენინგის სწავლის საფასური“
განაცხადების მიღების ვადაა 2024 წლის 2 ოქტომბერი.
დანართი 1