ბსუ-ში სასწავლო პროცესი განახლდა

სურათი

ძვირფასო სტუდენტებო!

გილოცავთ სწავლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას!

30 სექტემბერს, 10:00 საათზე, უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება პირველკურსელთა საზეიმო მიღება.

ღონისძიების განრიგი:

10:00 – 12:00 საათი – პირველკურსელთა საზეიმო მიღება

12:00 – 16:00 საათი – საინფორმაციო შეხვედრები ფაკულტეტების დეკანებთან და ადმინისტრაციასთან

 

პირველკურსელებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ფაკულტეტების დეკანებთან და ადმინისტრაციასთან გაიმართება შემდეგ აუდიტორიებში:

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 30 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 12:00 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი. საგანმანათლებლო პროგრამები: ქართული, ინგლისური, გერმანული, რომანული, სლავური ფილოლოგია, თურქოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა.
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი30 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 12:00 საათი, I კორპუსი, III სართული, 55-ე აუდიტორია; საგანმანათლებლო პროგრამები: ბიოლოგია, ქიმია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია;
  • ტექნოლოგიური ფაკულტეტი30 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 14:00 საათი, I კორპუსი, III სართული, 55-ე აუდიტორია. საგანმანათლებლო პროგრამები: მშენებლობა, არქიტექტურა, ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერია, ნავთობისა და გაზის ინჟინერია, აგრარული ტექნოლოგიები; სასურსათო ტექნოლოგიები
  • იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი30 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება ; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან 14:00 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი. საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა და საჯარო მმართველობა;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 30 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 12:00 საათი, II კორპუსი, IV სართული. საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება (402, 415, 421, 430 აუდიტორიები), ეკონომიკა (423 აუდიტორია);
  • ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი – 30 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება ; საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 12:00 საათი, II კორპუსი, II სართული, აუდიტორია N 211;  საინფორმაციო შეხვედრა ასევე გაიმართება  1-ელ ოქტომბერს, 10:00 საათზე, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი. საგანმანათლებლო პროგრამები: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ფიზიკა, სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა;
  • ტურიზმის ფაკულტეტი 30 სექტემბერი, 10:00 საათი, ბსუ-ს ეზო, საზეიმო მიღება;  საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან - 12:00 საათი, II კორპუსი, I სართული, აუდიტორიები - N116, N 120, N 131; საინფორმაციო შეხვედრა ასევე გაიმართება 1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათზე, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი. საგანმანათლებლო პროგრამა  - ტურიზმი;

 


სტუდენტთა გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა