ტრენინგი: შრომის სამართალი - უხლესი სამართლებრივი ცვლილებები და პრაქტიკა

სურათი

იცოდე შენი უფლებები და ვალდებულებები - Know-LRO - Know Your Rights and Your Obligations – Know-LRO

8 ოქტომბერი, 2024, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია https://docs.google.com/forms/d/14QJsWC1bbsqyuqK1Ri5GRa9meKtgAODee7RLxhRGP4A/edit

ტრენინგი ტარდება კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა (CIPE) და სოლიდარობის ცენტრის ერთობლივი პროექტის „დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა შრომითი უფლებების აღსრულების გასაძლიერებლად, II ფაზა“ მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

ტრენინგს გაუძღვება სამართლის დოქტორი, ჟან მონეს პროფესორი, AA/DCFTA/EU-ს სამართლის სპეციალისტი და შრომის სამართლის პროფესორი ეკატერინე ქარდავა.

პროექტი ხორციელდება კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) საგრანტო პროექტის 'Know Your Rights and Your Obligations – Know-LRO' ფარგლებში, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლების და ადვოკატირების გზით სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ხელშეწყობა, სამართლიანი შრომის პრაქტიკისა და უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება საქართველოში. ტრენინგი ტარდება საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის, აჭარაში მოქმედი უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების მენეჯმენტის, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერების, პრაქტიკოსი იურისტებისა და იმ პირებისთვის (განსაკუთრებით ქალები), ვისი საქმიანობა და ფუნქცია-მოვალეობები დაკავშირებულია შრომით ურთიერთობებსა და უფლებებზე.  ასევე, ტრენინგში მონაწილების მიღება შეუძლიათ ტურიზმის სექტორში თქვენს პარტნიორ კომპანიებს/დამსაქმებლებს, რომლებიც თქვენს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს, და ახალგაზრდებს ასაქმებენ, ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნებსაც. 

ტრენინგის ფარგლებში ხაზგასმული იქნება საქართველოს შრომის კოდექსში შესული უახლესი ცვლილებები, პრაქტიკაში გამოკვეთილი აქტუალური საკითხები, სამოსამართლო სამართლის ფარგლებში გაკეთებული მნიშვნელოვანი განმარტებანი, ქართული სამართლებრივი მოწესრიგების შედარებითი მიმოხილვა ევროკავშირის სამართალსა და ევროპულ პრაქტიკასთან. განხილული იქნება კონკრეტული შემთხვევები. ტრენინგის მსვლელობისას პასუხი გაეცემა დამსწრეთა პრაქტიკული საჭიროებებიდან დასმულ შეკითხვებს.

 „დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის მიერ კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან გაფორმებული ქვე-კონტრაქტის ფარგლებში. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100%, 2 მილიონი აშშ დოლარი, ფინანსდება ფედერალური ფონდებით. მოცემული საინფორმაციო შინაარსის მასალა უპირობოდ არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას”.

Twitter: @CIPE_EEA

LinkedIn: @CIPE Europe & Eurasia

Facebook: @CIPE Europe & Eurasia

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა