2024 წ. 4-5 ოქტომბერს , ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის, აჭარის მთავრობის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში. „Geoanesthesia 2024 ”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, ტოქსიკოლოგები და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ვორქშოპი თემაზე: ულტრაბგერის გამოყენება რეგიონული გაუტკივარების, ტკვილის მართვასა და რეანიმატოლოგიაში. ცალკე სესია ეთმობა მედდებს. ასევე დაგეგმილია სადისკუსიო პანელები, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ბსუ-ს მედიცინის მიმართულების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სპიკერები აშშ–დან, საქართველოდან, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.
კონფერენცია მნიშვნელოვანია ბსუ-ში ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულების განვითარებისთვის. კონფერენცია ტარდება ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის კრიტიკული მედიცინის დარგობრივი დეპარტამენტის, პროფ. ოლია ნაკაშიძის ინიციატივით და ორგანიზებით.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
www. geoanesthesia. com
უკან |