ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე” (ISSN 2960-9208 ) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ERIH PLUS (Humanities and Social Sciences) ინდექსაცია მოიპოვა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე” 2022 წელს დაარსდა.
ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია: ისტორია, ეთნოლოგია-
ანთროპოლოგია, სოციოლოგია, არქეოლოგია, ლინგვისტიკა, ლიტერატურა
ხელოვნება, ფილოსოფია, რელიგიის ისტორია და სხვა;
ვულოცავთ ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
ჟურნალის ელექტრონული მისამართი:
https://nbi.openjournals.ge/index.php/nbi/aboutjournal
უკან |