თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და TIKA-ს თბილისის კოორდინატორი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბსუ-ს სტუმრობდნენ

სურათი

თურქეთის ახლად დანიშნული გენერალური კონსული ბათუმში ადნან ალთაი ალთინორსი და TIKA-ს  თბილისის კოორდინატორი ზეინებ ბაირაქი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად  ბსუ-ს სტუმრობდნენ. რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მერაბ ხალვაშმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წელი მიულოცა, ხაზი გაუსვა თურქეთის უნივერსიტეტებთან განხორცილებულ წარმატებულ თანამშრომლობას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები და საუნივერსიტეტო ცხოვრება გააცნო.

შეხვედრაზე  ერთობლივი გაცვლითი პროექტების და ინსტიტუციური პროექტების განხორციელება დაიგეგმა. სტუმრებმა დასასრულს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ქართველოლოგიის ცენტრში  ისტორიულ სამხრეთ საქართველოს შესახებ  გამოცემული მონოგრაფიები დაათვალიერეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა