MACRO CLEAN პროექტის პარტნიორთა შეხვედრა სინოპის უნივერსიტეტში

სურათი

2024 წლის 5-8 ნოემბერს სინოპის უნივერსიტეტში (თურქეთი) ჩატარდა  MACRO CLEAN პროექტის მენეჯმენტის შეხვედრა და ვორქშოფი მკვლევარებისთვის. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მართვის გეგმა, პროექტის ძირითადი აქტივობები, ფინანსური და შესყიდვების გეგმა. ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა განიხილა კვლევის მეთოდოლოგიის და სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზის დეტალები, ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენის საკითხები და განხორციელების ვადები. ბათუმის უნივერსტიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ - მერაბ დიასამიძე (პროექტის კოორდინატორი), ინგა დიასამიძე (მკვლევარი), ზვიად ელიზიანი (პროექტის PR კომუნიკაციის კოორდინატორი).

პროექტი MACRO CLEAN  „კვლევა, დასუფთავების მეთოდოლოგიები, ეკონომიკური ვალორიზაცია და მაკროალგალური აყვავების საპილოტე განაცხადი“ ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის Interreg NEXT ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის. პროექტის პარტნიორები არიან - სინოპის უნივერსიტეტი (თურქეთი) - პროექტის ლიდერი პარტნიორი, მარმარის რეგიონის მუნიციპალიტეტების გაერთიანება (თურქეთი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შუმენის უნივერსიტეტი (ბულგარეთი)

შავი ზღვის რეგიონი ბოლო წლებში მზარდი ევტროფიკაციის პრობლემის წინაშე დგას. პროექტი MACRO ALGEA მიზნად ისახავს ამ პრობლემის შემცირებას და ეკოლოგიურ და ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფას ზღვის მცენარეების მდგრადი გამოყენების  გზით.

პროექტის მიზნები მოიცავს ყოვლისმომცველი კვლევის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას  წყალმცენარეების ევტროფიკაციაზე ზემოქმედების შესასწავლად, შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზღვის მცენარეების ეკონომიკური სარგებლის გაზრდას სასუქებსა და ბიოპლასტიკურ წარმოებაში. გარდა ამისა, პროექტის პრიორიტეტები მოიცავს ცნობიერების ამაღლებას და ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის წახალისებას.

პროექტის ფარგლებში წყალმცენარეებზე ჩატარდება სიღრმისეული კვლევა   სტანდარტიზებული პროტოკოლებით და მონაცემთა მართვის ეფექტური პრაქტიკის გამოყენებით. გაუმჯობესდება პარტნიორი უნივერსიტეტების ლაბორატორიები (ახალი მოწყობილებობის შეძენა) და მოხდება მკვლევარების შესაძლებლობების გაძლიერება. სასუქებისა და ბიოპლასტიკური წარმოებაში წყალმცენარეების გამოყენების შეფასების მიზნით მომზადდება ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმები.
გარდა ამისა, სემინარების, ტრენინგების, დასუფთავების ღონისძიებებისა და საერთაშორისო კონფერენციის მეშვეობით, პროექტი მიზნად ისახავს ზღვის მცენარეების, ევტროფიკაციისა და რესურსების მდგრადი გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას დაინტერესებულ მხარეებსა და სამიზნე აუდიტორიაში. პროექტის შედეგების გაზიარებით, შესაძლებელი იქნება თანამშრომლობის ქსელის გაფართოება და დასუფთავების ინოვაციური პროცესებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობა.

MACRO CLEAN  პროექტი ხორციელდება შავი ზღვის აუზის Interreg NEXT პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის თანადაფინანსებით. პროექტის სრული ბიუჯეტი - 1.355,738.34 ევრო, ბათუმის უნივერსიტეტისთვის პროექტში გამოყოფილი თანხა - 332,722.92 ევრო.

აღნიშნულ მასალის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორ(ებ)ს. ამ მასალის შინაარსი არ წარმოადგენს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას. რეპროდუქცია ნებადართულია წყაროს  და ნებისმიერი ცვლილების მითითებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა