ცხადდება მიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 2024 წლის 27 სექტემბრის N19 სხდომის გადაწყვეტილებით აკრედიტებულ (აკრ. N0770) უწყვეტი სამედიცინო განათლების (შემდეგში - უსგ) ტრენინგ-პროგრამაზე „მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების გადაუდებელი შემთხვევების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები“.
პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებში: ,,რადიოლოგია", „გადაუდებელი მედიცინა", „ზოგადი ქირურგია" სერტიფიცირებული ექიმებისთვის.
უსგ-ის პროგრამის მოდულები/თემები:
1. პროგრამის შესავალი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი შემთხვევების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები (3 საათი);
2. ჰეპატო-ბილიარული სისტემის გადაუდებელი შემთხვევების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები (3 საათი);
3. საშარდე სისტემისა და მამაკაცის მენჯის ორგანოების გადაუდებელი შემთხვევების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები (3 საათი);
4. ქალის მენჯის ორგანოების გადაუდებელი შემთხვევების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები (3 საათი).
პროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერები:
1. პროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერი - დავით ცეცხლაძე (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი-რადიოლოგი, რადიოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამედიცინო დაწესებულების ,,ვიანი“-ს სარეზიდენტო პროგრამის „რადიოლოგია“ ხელმძღვანელი და რენტგენოდიაგოსტიკის მოდულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი );
2. ტრენერი - სოლომონ ფუტკარაძე (მედიცინის დოქტორი, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-რადიოლოგი, თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამის „რადიოლოგია“ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სასწავლო მოდულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი);
3. ტრენერი - თამაზ ხმალაძე (მედიცინის დოქტორი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი-რადიოლოგი, თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამის „მეანობა/გინეკოლოგია“ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მოდულის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი);
4. ტრენერი - იათამზე თანდილავა (მედიცინის აკადემიური დოქტორი, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოწვეული უფროსი მასწავლებელი, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი-რადიოლოგი, სამედიცინო დაწესებულების ,,ვიანი“-ს სერტიფიცირებულ ექიმთა გადამზადების პროგრამის „კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა“ სასწავლო მოდულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.
ტრენინგის ჩატარების თარიღები:
- 2024 წლის 07-08 დეკემბერი - პირველი ნაკადის მსმენელთა ჯგუფისათვის (15-20);
- 2024 წლის 14-15 დეკემბერი - მსმენელთა მე-2 ნაკადის (15-20 მსმენელის) დარეგისტრირების შემთხვევაში;
- 2024 წლის 21-22 დეკემბერი - მსმენელთა მე-3 ნაკადის (15-20 მსმენელის) დარეგისტრირების შემთხვევაში.
ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 - 18:00 სთ.
ტრენინგის ფორმატი - დასწრებული (ბსუ-ში, ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 დღე (დღეში 6 საათი).
(შენიშვნა: ტრენინგის დღეებში გათვალისწინებულია 1-საათიანი შესვენება (მსმენელის სურვილის შემთხვევაში მსმენელის დაფინანსებით კვებას უზრუნველყოფს შესაბამისი კომპანია).
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში - 15-20.
პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად მსმენელს მიენიჭება I ტიპის 12 უპგ ქულა და გაიცემა სერტიფიკატი.
პროგრამაზე სწავლის საფასური 1 მსმენელისათვის - 300 ლარი (გადახდილი უნდა იქნეს ტრენინგის დაწყებამდე 2 დღით ადრე, ბსუ-ს ანგარიშზე, სახაზინო კოდი N709017263 და გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს - ,,უპგ ტრენინგის საფასური“ და მსმენელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი).
ტრენინგ-პროგრამის „მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების გადაუდებელი შემთხვევების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები“ გავლის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია (ბმულის მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScDc9d0rNoErv6q539XVg401L6sY1P-HYeLIEEsSmWqQm9UDw/viewform?usp=sharing) და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.
უკან |