ცხადდება მიღება ტრენინგ-პროგრამაზე “პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკის თანამედროვე ასპექტები“

სურათი

ცხადდება მიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 2024 წლის 22 ნოემბრის N24 სხდომის გადაწყვეტილებით აკრედიტებულ (აკრ. N0830) უწყვეტი სამედიცინო განათლების (შემდეგში - უსგ) ტრენინგ-პროგრამაზე “პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკის თანამედროვე ასპექტები“.

პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებში: „თერაპიული სტომატოლოგია“, „ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია“, „ორთოპედიული სტომატოლოგია“, „ქირურგიული სტომატოლოგია“ სერტიფიცირებული ექიმებისთვის.

უსგ-ის პროგრამის მოდულები/თემები:

1.    პროგრამის შესავალი.

პაროდონტის ანატომო-ფიზიოლოგიური თავისებურებები (3 საათი);

2. პაროდონტის და პერი-იმპლანტის დაავადებების და მდგომარეობების კლასიფიკაცია, პაროდონტის დაავადებების მქონე პაციენტთა გამოკვლევის მეთოდები (3 საათი);

3. პერი-იმპლანტის დაავადებები და მდგომარეობები (3 საათი);

4. პაროდონტისა და ლორწოვანი გარსის დაავადებთა კლინიკა ბავშვებში (3 საათი).

პროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერები:

1. პროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერი - მარიამ გოგოტიშვილი (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);

2.ტრენერი - მზია ბაქრაძე (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი);

3. ტრენერი - ფრიდონ ჯაფარიძე (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ჯანდაცვის (სტომატოლოგიის) მიმართულების კორდინატორი);

4. ტრენერი - თინათინ გორგილაძე (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);

ტრენინგის ჩატარების თარიღები:

2024 წლის 21-22 დეკემბერი - პირველი და მეორე ნაკადის მსმენელთა ჯგუფებისათვის  (თითოეულ ჯგუფში 15-20 მსმენელი);

2024 წლის 28-29 დეკემბერი - მსმენელთა მესამე და მეოთხე ნაკადის მსმენელთა ჯგუფებისათვის  (თითოეულ ჯგუფში 15-20 მსმენელი);

ტრენინგი  ჩატარდება ორ ცვლაში:

I ცვლა  09:00 - 17:00 სთ.

II ცვლა  13:30 – 20:30 სთ

ტრენინგის ფორმატი - დასწრებული (ბსუ-ში, ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32 ).

ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 დღე  (დღეში 6 საათი).

(შენიშვნა: ტრენინგის დღეებში გათვალისწინებულია 1-საათიანი შესვენება .

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში - 15-20.

პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად მსმენელს მიენიჭება I ტიპის 12 უპგ ქულა და გაიცემა სერტიფიკატი.

პროგრამაზე სწავლის საფასური 1 მსმენელისათვის - 400 ლარი (გადახდილი უნდა იქნეს ტრენინგის დაწყებამდე 4 დღით ადრე, ბსუ-ს ანგარიშზე, სახაზინო კოდი N709017263 და გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს - ,,უპგ ტრენინგის საფასური“ და მსმენელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი).

ტრენინგ-პროგრამის “პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკის თანამედროვე ასპექტები“ გავლის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია (ბმულის მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/1n1vm0qPf3xQC8s1dhWbDh9bS1y3gKSFWdkuAAGRoRdA/prefill  და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა