საერთაშორისო მობილობა ბსუ-ში

სურათი

ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ბსუ-ში შემოდგომის სემესტრში გაცვლითი პროგრამებით მყოფ სტუდენტებთან. შეხვედრაზე ვიძემეს (ლატვია), ასტანის ყაზგუსა და აქტობეს ჟუბანოვის (ყაზახეთი) უნივერსიტეტების 7 სტუდენტს  სერტიფიკატები გადაეცა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე ბსუ-ს სტუდენტები, რომლებიც 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლას გააგრძელებენ ევროპის 15, კერძოდ, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვას, ბულგარეთის, ასევე თურქეთის უნივერსიტეტებში. სტუდენტების საერთაშორისო მობილობა დაფინანსებულია ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამით (27 სტუდენტი)  და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო პროექტით  (9 სტუდენტი).

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაზიობროლა ბერიძე გაბაიძემ, რომელიც, როგორც ბსუ-ს დოქტორანტი, ერაზმუს+ საგრანტო პროექტის ბენეფიციარია; სამინისტროს პროფესიული და უმაღლესი განათლების განყოფილების უფროსმა მარინა პაქსაძემ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა