გამოცხადდა მსმენელთა მიღება ბსუ-ს ტრენინგ-მოდულზე „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება“

სურათი

გამოცხადდა მსმენელთა მიღება ბსუ-ს 66-საათიან ტრენინგ-მოდულზე „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება“ (ტრენინგ-მოდულის შესახებ ინფორმაცია იხ. ელექტრონულ მისამართზე https://bsu.edu.ge/sub-54/page/16832/index.html).

ჩარიცხვის მსურველმა აპლიკანტმა უნდა ჩამოტვირთოს მოცემულ ტექსტზე თანდართული განცხადება და შევსებული ვერსია 2024 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით გადააგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:  info@bsu.edu.ge.

განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია მატერიალური სახითაც ბსუ-ს კანცელარიაში, მისამართზე - ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, ბსუ-ს N1 კორპუსი,  1-ლი სართული, ოთახი N1).

განცხადებას თან უნდა დაერთოს აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სწავლის საფასურის (300 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლები (საბანკო რეკვიზიტები: მიმღების ბანკი  - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289  (დანიშნულებაში უნდა მიეთითოს ,,ტრენინგის სწავლის საფასური“);

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა