ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. 2025 წლის 28  იანვარს ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,ბსუ“) აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი (ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად).  
  2. ღია კონკურსის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:

ა) 2025 წლის 27 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით (16:00 საათამდე) - საკონკურსო განცხადების (ანკეტის) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალის მოდულში ,,აკადემიური პერსონალის კონკურსი“- www.portal.bsu.edu.ge/jobs და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ვერსია. საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) და დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემდეგ, კონკურსანტმა ბსუ- საპროცედურო კომისიაში მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით“ გათვალისწინებული და წინამდებარე ბრძანების N2 დანართში აღნიშნული დოკუმენტაცია);

ბ) 2025 წლის 28 თებერვალს   ბსუ-ს ვებგვერდზე განთავსდეს (სამუშაო დღის ბოლოს) ინფორმაცია  დადგენილ ვადებში დარეგისტრირებული კონკურსანტების შესახებ და საკონკურსო მასალები გადაეცეს საკონკურსო კომისიას;

გ) 2025 წლის 4-5 მარტს ჩატარდეს აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსი (დოკუმენტაციის გადარჩევა/შეფასება, გასაუბრება, ფარული კენჭისყრა);

დ) არაუგვიანეს 2025 წლის 05 მარტისა (17:00 სთ-სა)  - საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის (საბოლოო შედეგები) გამოქვეყნება ბსუ-ს ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge) და დასამტკიცებლად აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა.

  1. კონკურსის პირობებია: ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი Google Scholar საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში;

ბ) მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/ პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა.

  1. ბსუ-ს აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
  2. ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველი (შემდეგში - კონკურსანტი) ვალდებულია  საკონკურსო დოკუმენტაცია (საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები) წარმოადგინოს კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის ბრძანებაში აღნიშნული საკონკურსო ირობების, ფორმატისა და ვადების დაცვით.
  3. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე  ასარჩევმა  კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) - შევსებული რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალის მოდულში ,,აკადემიური პერსონალის კონკურსი“- www.portal.bsu.edu.ge/jobs;  შენიშვნა: ბსუ-ში შრომითი გამოცდილების/მოქმედი შრომითი კონტრაქტის არმქონე პირმა, რომელსაც სურვილი ექნება მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის კონკურსში, კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში უნდა მიმართოს ბსუ-ს საპროცედურო კომისიას/ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურს (კანცელარია), ბსუ-ს პორტალის მოდულში ,,აკადემიური პერსონალის კონკურსი“ ელექტრონული საკონკურსო განაცხადის (ანკეტის) შევსების მიზნით მომხმარებლის და პაროლის მისაღებად.);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

დ) საკონკურსო     თანამდებობის     შესაბამისი     მიმართულების     სილაბუსი (სილაბუსები);

ე) ჯგუფში მუშაობის/ პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა; 

ვ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

ზ) რგის სწავლების კონცეფცია (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე/ზოგადი განათლების მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე);

თ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

კ) ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი იქნეს, თუკი კონკურსანტი უთითებს ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაციას საკონკურსო განაცხადში/ანკეტაში;

ლ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

მ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად, პორტალზე - www.portal.bsu.edu.ge/jobs და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ვერსია.
  2. საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) და საკონკურსო დოკუმენტაციის ასლების ელექტრონულად წარმოდგენის შემდეგ, კონკურსანტმა საპროცედურო კომისიაში მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) ელექტრონულად წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) ამობეჭდილი ვერსია;

ბ) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

გ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  1. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით ღია კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ კონკურსში გამარჯვებულ პირთან დაიდება შრომითი ხელშეკრულება (იხილეთ ამავე ველში ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა), შესაბამისი თანამდებობისათვის ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით გათვალისწინებული ვადით, კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანების N1 დანართში აღნიშნული პერიოდიდან.
  2. კონკურსის შედეგად არჩეული ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირის სამუშაო დატვირთვა და შრომის ანაზღაურების გაცემის პირობები განსაზღვრულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განხილული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული,,ბსუ-ს პერსონალის აფილირების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შრომის დატვირთვის განსაზღვრისა და ანაზღაურების გაცემის წესით (შემდეგში -,,აფილირების  წესი“), რომლის თანახმად, ბსუ-სთან აფილირებულად მიიჩნევა პირი, რომელიც: ა)  დასაქმებულია აკადემიურ თანამდებობაზე მხოლოდ ბსუ-ში, არ უკავია სხვა დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობა, ბსუ-ში ახორციელებს  საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და თავის სამეცნიერო კვლევის შედეგებს უკავშირებს (ეთვლება) მხოლოდ ბსუ-ს; ბ) ბსუ-ს სახელით მონაწილეობს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში; გ) აქტიურად არის ჩართული ბსუ-ს საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესებში; დ) აქტიურად არის ჩართული სტუდენტების აკადემიური კონსულტირების პროცესებში. ბსუ-სთან აფილირებულად ვერ ჩაითვლება პირი, რომელსაც ბსუ-სთან არა აქვს გაფორმებული აფილირების ხელშეკრულება/შეთანხმება ან შეუწყდა, აფილირების წესის შესაბამისად.

ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის - www.bsu.edu.ge  კონკურსების ველის მეშვეობით საკონკურსო განცხადებასთან ერთად კონკურსანტებისათვის ხელმისაწვდომია გასაცნობად რეგულაციები/საუნივერსიტეტო სამართლებრივი აქტები (ბსუ-ს წესდება; ბსუ-ს ეთიკის კოდექსი; ,,ბსუ-ს პერსონალის მართვის პოლიტიკა“; ბსუ-ს შინაგანაწესი; ბსუ-ში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა; ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის N07-01/12 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი“;  და ,,ბსუ-ს პერსონალის აფილირების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შრომის დატვირთვის განსაზღვრისა და ანაზღაურების გაცემის წესი“;  ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია; ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების ფორმა; საკონკურსო განაცხადების (ანკეტის) ფორმის დამტკიცების ბრძანება და სხვა რეგულაციები, ბსუ-ს ვებგვერდის ველიდან ,,იურიდიული ცნობარი“).

ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარცევი ღია კონკურსის მონაწილე კონკურსანტის ელექტრონული საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) ფორმის დამტკიცების თაობაზე- ბრძანება N01-02-108

ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირთან დასადები შრომითი ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ - ბრძანება N01-02-112

  აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესი
  აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  ბსუ-ს ეთიკის კოდექსი
  ელექტრონული განაცხადის (ანკეტა) ფორმა
  ვაკანტური თანამდებობები
  პერსონალის მართვის პოლიტიკა
  სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა
  შინაგანაწესი
  წესდება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა