ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე ტექნოლოგიური ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. რექტორმა ლაბორატორიები, ცენტრები და სტუდენტთა საცხოვრებელი დაათვალიერა. შეხვედრების მიზანი იყო პერსონალის გაცნობა და მათთან ერთად სამომავლო გეგმების განსაზღვრა. შეხვედრები დიალოგის ფორმატში წარმიმართა, რექტორმა მოისმინა პერსონალის საჭიროებები, მათი მოსაზრებები და უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელა. ყურადღება გაამახვილა აკადემიური გარემოს გაძლიერებასა და საერთაშორისო კავშირების განვითარებაზე.
შეხვედრებს რექტორთან ერთად, რექტორის მოადგილე მერაბ ხალვაში და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ღლონტი ესწრებოდნენ.
უკან |