ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე UNICEF-ის წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს შეხვდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეთანხმდნენ ადრეული განათლებისა და ზრუნვის შესახებ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაზე, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

 

შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს ბავშვის უფლებების სამაგისტრო პროგრამის საკითხი, რომელიც UNICEF-ის მხარდაჭერით სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადრეული და ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და  ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა