უნივერსიტეტმა თურქეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

სურათი

ბსუ-ს თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში,  ადნან ალთაი ალთინორსი და თურქეთის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში, ერჯან გულსუიუ ეწვივნენ. რექტორთან ტიტე აროშიძესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა რექტორს არჩევა მიულოცეს და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვეს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა