აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგრანტო კონკურსებს აცხადებს - სეზონური სკოლები და უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა

სურათი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგრანტო კონკურსებს აცხადებს - სეზონური სკოლები და უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა

 

 სეზონური სკოლის საგრანტო კონკურსი

 

კონკურსის მიზანია, ხელი შე­უწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სეზონური სკოლ(ებ)ის ორგანიზებასა და ფუნქციონირებას, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:

ა) სეზონური სკოლის ორგანიზატორთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის 10% (1500 ლარი);

ბ) სეზონური სკოლის მომხსენებელთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის არაუმეტეს 20% (3000 ლარი);

გ) სეზონური სკოლის მონაწილეთა სასტუმროს, მგზავრობის და კვების ხარჯი;

დ) კონფერენციის მოსაწყობად საჭირო ფართისა და აპარატურის დაქირავების ხარჯი;

ე) სხვა საქონელი და მომსახურება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://shorturl.at/KQ346

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://adjara.gov.ge/description.aspx?gtid=1183722

 

 

უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა კონკურსი

 

საგრანტო კონკურსის მიზანია სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის  გაზარდოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაზე/ სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა ერთი წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. აპლიკანტმა შეიძლება მოითხოვოს დაფინანსება ორი წლის მანძილზე. ამ შემთხვევაში სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა ორი წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:

ა) ორგანიზატორთა ჰონორარი (რაც არ უნდა აღემატებოდეს ამავე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საგრანტო თანხის 15%);

ბ) საავტორო უფლების მოპოვების ხარჯი;

გ) თარგმნის ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 30 ლარი);

დ) რედაქტირების ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 15 ლარი);

ე) კორექტირების ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 10 ლარი);

ვ) დაკაბადონება/დიზაინი/ბეჭდვის ხარჯი;

ზ) სხვა ხარჯი.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://shorturl.at/oqlTy

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=1183756&gid=6


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა