სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის ვიზიტი

სურათი

სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში, ნარინე მატოსიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და ბსუ-ს  რექტორს ტიტე აროშიძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა