ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2025 წლის „სტუდენტური პროექტების“ კონკურსს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2025 წლის „სტუდენტური პროექტების“ კონკურსს!

გაქვს პროექტის იდეა და მისი განხორციელება გსურს?! გეძლევა შანსი აქციო შენი იდეა რეალობად!

სტუდენტური პროექტი შეიძლება იყოს საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის.

 „სტუდენტური პროექტების“ რეგისტრაციის, განხილვისა და შედეგების გამოცხადების პროცედურები და თარიღები:

განცხადებების (პროექტებისა) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2025 წლის 20 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება - 2025 წლის 14 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით;

პროექტების შეფასების შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ვებგვერდზე - 2025 წლის 16 აპრილის ჩათვლით;

გამარჯვებული სტუდენტური პროექტების განხორციელების პერიოდი - 2025 წლის 22 აპრილიდან 15 დეკემბრის ჩათვლით;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე  https://portal.bsu.edu.ge/ სიახლეების ველში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა