ბსუ-მ პედაგოგებთან შეხვედრას უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს სასკოლო სივრცეში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების დონის ამაღლება, მასწავლებლების მოტივირებისა და დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლების 153-ზე მეტ მასწავლებელს, რომლებმაც პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ტრენინგები წარმატებით გაიარეს, დამხმარე სახელმძღვანელო და სერტიფიკატი გადაეცათ.

ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ მასწავლებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, გარემოსდაცვითი მიმართულებით უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი სამომავლოდ გეგმავს ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ახალი საგანმანათლებლო კურსების შემუშავებას საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა