რიზეს უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და რიზეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არიფ ილმაზიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. ერთობლივად ჩატარდება კონფერენციები, სიმპოზიუმები და სემინარები. მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედება, ონლაინ ბიბლიოთეკით სარგებლობა, საგანმანათლებლო, მეცნიერული და მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლა და გაზიარება. ასევე განხორციელდება კულტურული, სპორტული და სხვა ერთობლივი ღონისძიებები.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა