შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მუგლას (თურქეთი) უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელება, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორი უნივერსიტეტის ბაზაზე სტუდენტების პრაქტიკის გავლას. მაისიდან ტურიზმის ფაკულტეტის 10 სტუდენტი პარტნიორ უნივერსიტეტში სამთვიანი სტაჟირების პროგრამით გაემგზავრება.
უკან |